სამართალდამცავებმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების დახმარებისთვის 11 ადამიანი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულთა დახმარებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, მოტყუებით გადაიფორმეს თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთები. სამართალდამცველები დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენას ცდილობენ.