მამას შვილის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავებიან

11 აგვისტო 2021, 15:28 3178 ნახვა

აჭარაში, გამოძიება მამას არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებას ედავება. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომა დახურული იყო. გამოძიება ბრალდებულს შვილის მიმართ სექსუალურ ძალადობას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარასა და ოჯახში ძალადობას ედავება.

გამოძიების ვერსიით, მამამ საკუთარ სახლში არასრულწლოვანი შვილი გააუპატიურა, შემდეგ კი ემუქრებოდა, რის გამოც მოზარდი სახლიდან გაიქცა.

ორგანიზაცია "იალქანის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, მამა შვილზე სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა, რის შესახებაც ახლობლებმა იცოდნენ, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ. თიკო აბაშიძე ამბობს, რომ ისტორიებს მომხდართან დაკავშირებით თავად მოზარდი ყვება და ნათესავების შიშით თავდაპირველად ის სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობდა.

მოზარდის დედა წლებია თურქეთში ცხოვრობს და სხვა ოჯახი ჰყავს. დაზარალებული ამჟამად მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფარშია გადაყვანილი.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში