რეგიონში ეპიდვითარება დაძაბულია, უარი ვთქვათ ყველანაირ სოციალურ შეკრებებზე - ნინო ნიჟარაძე

11 აგვისტო 2021, 14:40 1742 ნახვა

რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის დაძაბული-ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით,  არსებული რისკების გათვალისწინებით ეს სიტუაცია მოსალოდნელი იყო და შესაბამისი სამზადისიც ჰქონდათ.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით რეგიონში 55 თავისუფალი საწოლია და კიდევ 45-ის დამატება იგეგმება.

"დღეს დაემატება 45 საწოლი, მათ შორის 11 რეანიმაციული , საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო დღეებში, დაგეგმილია კიდევ ერთი კლინიკის ჩართვა.  უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პასუხისმგებლობით მოეკიდოს მას. დაიცვას წესები.

რეინფიცირების ხშირი ფაქტები არ არის.  რაც შეეხება მედპერსონალის რესურს,  ვცდილობთ ყველა  სამედიცინო კადრი გამოვიყენოთ შესაბამისი პროტოკოლების გავლის შემდეგ. დღეს არსებული რესურსი კლინიკებში საკმარისია, თუმცა ბრუნვა ყოველწუთიერად მიმდინარეობს, შესაბამისად საწოლფონდიც არის მუდმივად ცვალებადი. 

დამატებით საწოლები დაემატება  "მედალფაშიც" და ,,ქედის სამედიცინო ცენტრში"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ზოგადად სიტუაცია არის სტაბილური, თუმცა როგორ განვითარდება სცენარი დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ქცევაზე.

"თითოეული მოქალაქე ვალდებულია გააცნობიეროს არსებული სიტუაცია, უარი ვთქვათ ყველანაირ სოციალურ შეკრებებზე და მაქსიმალურად დავიცვათ თავი და ოჯახის წევრები, სამეგობრო და ა.შ... გამოვიყენოთ ნიღაბი დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში სადაც 5 პირზე მეტი იკრიბება"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების საჭიროება რეგიონში არ დგას, არის კლინიკური სასტუმროები, რომლებიც მსუბუქ პაციენტებს ღებულობენ.

დღეისთვის რეგიონში ასეთი 23 სასტუმროა, 1400 პაციენტით. ეს სასტუმროები საშუალებას გვაძლევს საწოლფონდი შევინარჩუნოთ.

"პაციენტების 55% არის ოჯახის ექიმის მეთლაყურეობის ქვეშ, ისინი იმართებიან დისტნაციურად. ამ შემთხვევაში შეხმიანება ხდება პირველი ორი დღის განმავლობაში, თუ ვინმესთან გვიანდება ზარი, ვღებულობთ ინფორმაციას და ვრეაგირებთ თითოეულ შემთხვევაზე.

მოქალაქეებს მინდა ვთხოვო, რომ სტაციონალში გადასვლა არ არის პირდაპირი მიზანი, რადგან 80% ამას არ საჭიროებს, უმეტესად საკმარისია ოჯახზე მართვა, თუ პაციენტს იზოლაციის პირობები აქვს.

პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე, შესაძლოა უყურადღებობის ერთეულ შემთხვევას ჰქონდეს ადგილი, ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა ყველა შემთხვევაში ვრეაგირებთ მაქსიმალურად.

რაც შეეხება პაცეინტების გადაყვანას, ოჯახის ექიმი წყვეტს პაციენტი რამდენად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, შემდეგ ადგილზე მისული სასწრაფოს ბრიგადა ამ სიტუაციას იქვე აფასებს და მიყავს ის კლინიკაში. თუ კლინიკაში ჩატარებული კვლევების მიხედვით მისი იქ დატოვება არ არის სავალდებულო ის უბრუნდება ბინას, ან გადადის კოვიდ სასტუმროში"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი