ეპიდ-ვითარება უცხოეთშიც ისევ მძიმდება

10 აგვისტო 2021, 20:25 358 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 204 მილიონს გადააჭარბა. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 183 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 36.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.9 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში