ლაშა ბექაურის და გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება

09 აგვისტო 2021, 20:18 1141 ნახვა

ქართველი სპორტსმენების ლაშა ბექაურის და გენო პეტრიაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს კულტურის პალატა ავრცელებს.

პალატის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ოლიმპიური ჩემპიონის ძიუდოისტ ლაშა ბექაურის და ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნას.

ინფორმაციაში ასევე წერია, რომ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს უკვე აქვს ვარსკვლავი მშობლიურ ქალაქში ამიტომ კომისიას ამის შესახებ არ უმსჯელია.

კულტურის პალატა ვარსკვლავის გახსნის კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაასახელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი