ქრთამის აღების ფაქტზე, გურიის სატყეო სამსახურის ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსი დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, 102 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემის სანაცვლოდ, ოზურგეთის სატყეო უბნის უფროსმა მოქალაქეს ქრთამის სახით 2 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.