ორმა არასრულწლოვანმა ლეღვის ფოთლების ნახარშისგან დამწვრობა მიიღო - ისინი კლინიკაში გადაიყვანეს 

09 აგვისტო 2021, 12:45 1487 ნახვა

ორი არასრულწლოვანი ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. 12 და 15 წლის დები - თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში ზუგდიდიდან გადაიყვანეს. 

დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, მოზარდებს საკმაოდ მძიმე, 20 და 40%-იანი დამწვრობები აქვთ მიღებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

მედიკოსები აფრთხილებს მოსახლეობას, რომ რუჯის მისაღებად სხეულზე ლეღვის ნახარშის წასმა დაუშვებელია. 

"გუშინ გამთენიისას ქალაქ ზუგდიდიდან გადმოყვანილი იქნა ორი მოზარდი,  15 და 12 წლის, დედმამიშვილები. ორივე მათგანს აღენიშნება  ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული ქიმიური დამწვრობა. ამ წუთისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს ორივეს. ლეღვის ფოთლების ნახარშის გამოყენება და დამწვრობა არის ერთი და იგივე, მას რუჯთან არანაირი კავშირი არ აქვს," - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მედიკოსების განმარტებით, წელს ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლეღვის ნახარშის გამოყენების გამო მოზარდები კლინიკაში მოხვდნენ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი საკმაოდ ხშირია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი