საქართველომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა

07 აგვისტო 2021, 18:30 1985 ნახვა

ტოკიოს 2020  წლის ოლიმპიადა ქართველი სპორტსმენებისთვის დასრულებულია. ოლიმპიურ თამაშებზე, სპორტის 11 სახეობაში  საქართველოდან 35 სპორტსმენი ასპარეზობდა. სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 8 მედლის მოპოვება შეძლეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო  მაჩვენებელია.

ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე. ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლეს იაკობ ქაჯაიამ, გენო პეტრიაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გურამ თუშიშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ანტონ პლესნოი დაეუფლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი