სტიპენდია საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებს

07 აგვისტო 2021, 15:00 1301 ნახვა

უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, აკადემიკოს, დავით ხახუტაიშვილისა და ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიების გასაცემად, ქობულეთის მერიამ მე-2 ეტაპი დაიწყო. სტიპენდიის  მოსაპოვებელ კონკურსში, განცხადების მიღება 7 სექტემბერს სრულდება.

სტიპენდიით სარგებლობა, შეუძლია ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტს,   მაღალი აკადემიური მოსწრებით , ასევე  ქობულეთის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ  სტუდენტებს. სტუდენტებს თითოეულ საგანში უნდა ჰქონდეთ 91 ქულა და მეტი.

თანხა სემესტრში, 400 ლარია, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში 800 ლარს. პროექტისთვის, ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან, 83-ათასი ლარი გამოიყო. ჯამში, 40-საუკეთესო სტუდენტი დაფინანსდება, თუმცა მისაღები კომისია იტოვებს უფლებას კვოტები გაზრდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში