წინასაარჩევნო გარემოს მონიტორიონგი

06 აგვისტო 2021, 18:14 2189 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.  რომლის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობაში გამოიხატება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ისევ გადაუჭრელია. "სამართლიანმა არჩევნებმა" ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა, რადგან არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს. ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა," - ნათქვამია დოკუმენტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში