დრამატულ ფინალში გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი აიღო

06 აგვისტო 2021, 15:48 1166 ნახვა

ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 125 კგ-ის დრამატულ ფინალში გენო ამერიკელ გეიბლ სტევსონთან 8:10 დამარცხდა.

პირველი პერიოდი ქართველმა 0-4 დათმო. მეორე ნახევარში კი პეტრიაშვილმა გდებების კასკადი შესთავაზა მეტოქეს და შეხვედრის დასრულებამდე 35 წამით ადრე 8-5 ს იგებდა.

ბოლო 10 წამში ამერიკელმა 4 ქულა აუღო პეტრიაშვლის. ყველაზე სამწუხარო კი ბოლო წამზე დათმობილი ქულა იყო.

მანამდე გენომ პირველ ეტაპზე ეგვიპტელი კამილ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა. მეორე ეტაპზე ჩინელ ჟივეი დენგს 5:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში ირანელი ამირ ჰუსეინ ზარეს 6:3 მოუგო.

ამ დროისათვის საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი