სალომე ფაჟავა საკუთესოთა ათეულში ვერ მოხვდა

06 აგვისტო 2021, 14:25 684 ნახვა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიური თამაშებზე მხატვრული ტანვარჯიშის წევრი სალომე ფაჟავა საუკეთესოთა ათეულში ვერ მოხვდა,  ქართველმა სპორტსმენმა ტოკიოში  მონაწილეობა ოთხ დისციპლინაში მიიღო და საერთო ჯამში მხოლოდ 89.650 ქულა დააგროვა.

პირველად სალომემ რგოლის ვარჯიში შეასრულა, მეორე გამოსვლაზე ბურთით იასპარეზა, მესამეზე ცდაზე ფაჟავამ რაჭულ ჰანგებზე გურზებით ვარჯიში შეასრულა, ბოლო მისვლაზე კი ჩვენმა ოლიმპიელმა ვარჯიში ბაფთით აჩვენა.

საბოლოოდ ფაჟავამ ფინალის საგზური ვერ მოიპოვა და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში