14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე ბაბუას ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს 

06 აგვისტო 2021, 13:39 2417 ნახვა

ქობულეთში 14 წლის შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბაბუას, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.

დაკავებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა, სასამართლომ კი გარდაცვლილი გოგოს ბაბუა 126 -ე მუხლის მიხედვით დამნაშავედ ცნო, რაც ძალადობას გულისხმობს.

საუბარია ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მომხდარ შემთხვევაზე. 9 თებერვალს 14 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის კაცი პოლიციელებმა ნინის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. 15 თებერვალს კი ნინის ბაბუაც მუქარის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით.

არ დასრულებულა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცის სასამართლო პროცესი. 23 წლის ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით, 115-ე და 140-ე მუხლებით. კაცს გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში