არასრულწლოვნებში ინფიცირების შემთხვევები ხშირია, რის გამოც პედიატრიული განყოფილებები გადატვირთულია.
ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ,,დელტა შტამი'' განსაკუთრებით მოზარდებში ცირკულილებს, 16 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა კი ქვეყანაში ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა, სასწავლო წლის დაწყებამდე კი, ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, მასწავლებელთა 60 პროცენტი სწავლის დაწყებამდე აცრილი უნდა იყოს.
გასული სასწავლო წლის დაწყების წინ, ინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო, თუმცა სასწავლო პროცესი თითქმის მთელი წელი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში?მაშინ როცა, ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა და ორი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტია აცრილი.