ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება 8 აგვისტოდან ამოქმედდება.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან ნიდერლანდებში შესული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი.
,,ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - კოვიდ-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.
იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.