აიცერით, ატარეთ პირბადე, - შეზღუდვები არ იქნება

05 აგვისტო 2021, 19:46 1027 ნახვა

1 დღეში გარდაცვლილი ისევ 38 ადამიანი, საქართველო კორონავირუსის გავრცელების საგანგაშო სტატიკის ქვეშაა. ქვეყანაში დომინანტური დელტა შტამი ხდება, covid 19-ის ე.წ ინდური ვარიანტი, აქამდე არსებულ ბრიტანულს უკვე ფარავს. გამოჩნდა დელტა + ვარიანტიც. კრიტიკული სიტუაციის ფონზე, სპეციალისტები სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღების რეკომენდაციას აძლევენ. სამშაბათს  10 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, კონკრეტული რეკომენდაციები და სცენარი უნდა წარადგინონ სიტუაციის სამართავად. პირბადის გამოყენება ქუჩაშიც სავალდებულო იქნება, აიკრძალება მასშტაბური ღონისძიებები, არაა გამორიცხული შეზღუდვები 2-ჯერ აცრილებისთვის ბევრად მსუბუქი იყოს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში