მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია

05 აგვისტო 2021, 13:52 1823 ნახვა

ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია. 125 კგ.წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილმა ირანელი ამინ ჰოსეინ ზარე 6-3 დაამარცხა და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

პირველი პერიოდი ქართველმა 0-3 წააგო, თუმცა მეორე პერიოდში პეტრიაშვილმა პირწმინდად მოიგო.

27 წლის გენო პეტრიაშვილმა დილის სესიაში 2 მეტოქე დაამარცხა. ეგვიპტელ კამალ აბდელმოტალების 11-0 მოუგო. მეოთხედფინალში კი ჩინელ ჟივეი დენგს 5-2 აჯობა.

ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში