რამდენიმე დღის წინ ეპიდემიოლოგებმა საბჭოს რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნით მიმართეს.
ამ წუთებში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საბჭოს წევრები?ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების ფონზე დააბრუნებენ თუ არა გარკვეულ რეგულაციებს ძალაში? - განცხადებები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
განახლებული კოვიდ სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 4 ათასამდეა, რაც შეეხება გარდაცვალებას, კიდევ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კოვიდ19-ს.