ბათუმის “დინამო” „სივასპორს" დაუპირისპირდება

05 აგვისტო 2021, 11:01 875 ნახვა

დღეს ბათუმის ,,დინამო'' კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „სივასპორს" დაუპირისპირდება.

მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება, თამაშს ვერ დაესწრებიან სტუმარი გუნდის გულშემატკივრები, ვინაიდან უეფამ პანდემიიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები დააწესა.

თამაში 21 საათზე დაიწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩვენი არხის საშუალებით იხილავთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში