ოლიმპიური ოქრო საქართველოს ანგარიშზე

04 აგვისტო 2021, 19:38 813 ნახვა

ლაშა ტალახაძემ თავისივე რეკორდებს სძლია და კიდევ ერთი ოქროს მფლობელია. 27 წლის ქართველმა სპორტსმენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უძლიერესი ძალოსანია. რიოს ოლიმპიადის ოქროს 27 წლის ქართველმა ძალოსანმა ტოკიოს ოქრო მიამატა. ის ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორჯერ მოიგო ოლიმპიადა. საერთო ჯამში 488 ქულა მოაგროვა. მანამდე ქართველ სპორტსმენთაგან მხოლოდ სამმხტომელი ვიქტორ სანეევი იყო ოლიმპიური ჩემპიონი. ჩემპიონატს საჩხერეში ტალახაძის სახლში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ტელეეკრაინდან ადევნებდნენ თვალს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი