ეპიდ-გავრცელების ტემპით საქართველო ლიდერია

03 აგვისტო 2021, 19:45 1641 ნახვა

წლის მორიგი ანტირეკორდი. ქვეყანაში საყურადღებო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. დღევანდელი კოვიდ სტატისტიკა თითქმის 5 000 უტოლდება. ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებლი– დაახლოებით 11%-ია. კოვიდ შემთხვევების გავრცელებით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მე-7 ადგილს იკავებს, თუმცა თუ გადავხედავთ იმ მოცემულობას,რომ პირველ ადგილზე მყოფი ქვეყნების, რუსეთის, ტაილანდისა და იაპონიის მოსახლეობა საქართველოსას ბევრად აღემატება, მაშინ ყოველ 1 მილიონ ადამიანზე ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილს იკავებს. კორონაპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირდა 428 670, გარდაიცვალა 5 910, ხოლო ვირუსი დაამარცხა - 388 893-მა ადამიანმა. 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში