მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოსთვის პირველი რიგის ამოცანა აჭარის მთავრობის დამტკიცება იქნება. მას შემდეგ რაც 28 ნოებმერს უმაღლესი საბჭო შეიკრიბება დღის წესრიგში ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება დადგება. სანამ მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად კანდიდატებს წარუდგენს მანამდე პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავად მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. ამ დროისთვის თუ ვინ მოხვდება მთავრობის ახალ შემადგენლობაში და ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება დეტალებზე არ საუბრობენ.