რამაზ ზოიძე ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

03 აგვისტო 2021, 13:33 1778 ნახვა

ქართველი მოჭიდავე რამაზ ზოიძე ხვალ ოლიმპიური ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ნახევარფინალში ზოიძე ეგვიპტელ მოჰამადრეზა გერაეისთან 1-6 დამარცხდა.

პირველი პერიოდი რამაზმა 1-0 მოიგო. მეორე პერიოდში მიუხედავად მისი აქტიურობის მსაჯმა უპირატესობა ეგვიპტელს მისცა და ქართველო პარტერში გაუშვა, სადაც გერაიმ ქულები მიითვალა და ფინალში გავიდა.

ზოიძემ პირველ წრეში ოლიმპიური ჩემპიონი კუბელი ისმაილ ბორერო დაამარცხა, მეორე რაუნდში კი ლტოლვილთა ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ალ ობაიდი სუფთა მოგებით დაამარცხა.

67 კგ წონით კატეგორიაში ხვალ რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედალს შეუტევს. დღესვე პირველივე რაუნდში დამარცხდა 87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან.

ასევე დამამშვიდებელ წრეში გიორგი მელია დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის გარეშე დარჩა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი