დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 ათას 803 ლარს.