მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხო. ცვლილება 5 უწყებას შეეხო - ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრი - გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელად კი კვლავ კახი კალაძე დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი დიასპირის სამინისტრო გაერთიანდა. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელების შემდეგ უკვე ყოფილ მინისტრებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა