ქართველი მოჭიდავე რამაზ ზოიძე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. 67 კგ. წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში რამაზმა ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი ალ ობაიდი დიდი უპირატესობით 10-0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
რამაზ ზოიძეს ფინალში გასასვლელად ეგვიპტელი მოჰამადრეზა გერაეის დამარცხება მოუწევს. ნახევარფინალური შეხვედრები 13:10 საათიდან დაიწყება.
ზოიძემ პირველ ეტაპზე მსოფლიოსა და რიოს ოლიმპიადის ჩემპიონს კუბელ ისმაილ ბორეროს 3-2 მოუგო.
87 კგ-ში კი სამწუხაროდ ლაშა გობაძე ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა. პირველ შეხვედრაში ლაშა უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან 5-6 დამარცხდა. უზბეკი უკვე შემდეგ ეტაპზე დამარცხდა, რის გამოც ლაშა დამამშვიდებელ წრეში ვეღარ გამოვა.
97 კგ.ში გიორგი მელია დამამშვიდებელ წრეში გამოეთიშა ასპარეზობას და ბრინჯაოს მედლის გარეშე დარჩა.