3 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის 6 სპორტსმენი იასპარეზებს.
თბილისის დროით 04:00 საათზე მძლეოსანი ლაშა ღულელაური სამხტომში კვალიფიკაციაზე იასპარეზებს.
- 06:00 საათიდან ბერძნულ-რომაული სტილით 97 კგში მოჭიდავე გიორგი მელია ბრინჯაოს მედალს დამამშვიდებელი წრიდან შეუტევს.
- 07:00 საათიდან 67 კგ-ში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე რიოს ოლიმპიადის ოქროსმედალოსან კუბელ ისმაილ ბორეროს შეხვედება.
- 07:30 საათზე კი კიდევ ერთი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გამოვა. ლაშა გობაძე 87 კგ-ის მერვედფინალში უზბეკ რუსტამ ასაკალოვს დაუპირისპირდება.
- 14:15 საათზე ბრადროს კვრის კვალიფიკაციაში გიორგი მუჯარიძე იასპარეზებს.
- 15:40 საათზე კი ასევე ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციოს "ბ" ჯგუფში ბენიკ აბრამიანი გამოვა.
ამ დროისათვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 6 მედალი აქვს. აქედან კი 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალია.
ოლიმპიადაზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის საქართველოს 27-ე ადგილი უკავია.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი