ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დღეიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყო.აბიტურიენტებს შედეგების გაგება როგორც ვებ-გვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ყველა საგნის პირველადი შედეგების გამოცხადებას 1 კვირა დასჭირდება, ამის შემდეგ კი სააპელაციო და გათანაბრების პროცესები დაიწყება.