იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია

01 აგვისტო 2021, 20:00 1247 ნახვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.

ჩვენმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა, პირველ წრეში კი ფინელ მატი ელიას კუოსმანენს შეხვდა და მეტოქეს სუფთა გამარჯვებით ორ წუთში სძლია. მორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კუბელმა ლოპეს ნუნიესმა თურქ მოჭიდავეს რიზა კაიას სძლია, ფინალი ხვალ 2  აგვისტოს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში