მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ოლიმპიური თამაშების ფინალშია

01 აგვისტო 2021, 14:05 1341 ნახვა

ქართველი მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 130 კგ.წონით კატეგორიაში იაკობმა ნახევარფინალში ჩილელი ფერნანდესი დაამარცხა.

ორთაბრძოლა 1-1 დასრულდა, თუმცა ბოლოს მოპოვებული ქულის წესის თანახმად ფინალში ქართველი გავიდა.

ფინალური შეხვედრა ხვალ გაიმართება, სადაც ქაჯაია ლეგენდარულ კუბელ 3 გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში