მაღალი ტემპერატურა საბერძნეთში

31 ივლისი 2021, 15:15 1237 ნახვა

მაღალი ტემპერატურის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მუშაობისა და მოგზაურობისგან.როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ათენში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს შეადგენს.

ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთის დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა აკროპოლისი დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში რამდენიმე საათით დაიხურება.ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, შემდეგი კვირის დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიის ძირითად ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი