31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ბათუმი ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის I ტურს მასპინძლობს.
ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 10 გუნდი მონაწილეობს და პირველი ეტაპის შეხვედრის გამარჯვებულები ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგვისტოს ბოლოს გააგრძელებენ.