''ფაიზერის“ ახალი დოზები და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება

31 ივლისი 2021, 12:35 592 ნახვა

3196 კორონავირუსის დადასტურებული ახალი შემთხვევა და 27 გარდაცვლილი, ეპიდვითარება ქვეყანაში კვლავ რთულია. ვირუსის ახალი შემთხვევებიდან 517 აჭარაზე მოდის. აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 31 ათასს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 1147 პაციენტი.

რაც შეეხება ვაქცინაციას, მას შემდეგ რაც  ფაიზერი ხელმისაწვდომი გახდა, ამცრელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს კი ქვეყანა ფაიზერის კიდევ 168 ათასს მიიღებს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეს არის საქართველოს მიერ შეძენილი ვაქცინები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში