''ლიტერას'' ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს დანიშნული წევრი დარჩა. შემადგენლობა იოსებ ჭუმბურიძის გარდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ოთხივე წევრმა დატოვა. მათ შორის ოქტაი ქაზუმოვმაც, რომელიც „მთავართან“ აცხადებს, რომ კულტურის მინისტრი სადამსჯელო ღონისძიებას ატარებს და ცენზურის შემოღებას ცდილობს.
წელს პირველად ჟიურის ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა, სწორედ ამ ფაქტის და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გამო უცხადებს ათზე მეტი ავტორი და ჟიურის წევრები „ლიტერას“ ბოიკოტს.
ამ დრომდე ლიტერატურული პრემიის ორგანიზატორ მწერალთა სახლს მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია.