გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

30 ივლისი 2021, 14:34 1304 ნახვა

გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ტაჯიკი, ბრაზილიელი და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი დაამარცხა.

ფინალში თუშიშვილის მეტოქე რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი,  100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩეხი ლუკაშ კრპალეკი იყო, რომელიც ტოკიოში მძიმე წონაში გამოვიდა.

გურამმა მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა , თუმცა ერთი მცირე შეცდომა დაუშვა, რითაც ჩეხმა ისარგებლა და ქართველი ძიუდოისტი იპონით დამარცხდა.

საქართველოს დელეგაციას ამ დროისათვის 4 მედალი აქვს და ოთხივე ძიუდოისტების ანგარიშზეა - ლაშა ბექაურის ოქრო, ვაჟა მარგველაშვილის, ლაშა შავდათუაშვილის და გურამ თუშიშვილის ვერცხლის მედლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში