ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

30 ივლისი 2021, 10:19 1521 ნახვა

26 წლის ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა. +100 კგ. წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში გურამმა ბრაზილიელ მძიმეწონოსან რაფაელ სილვას აჯობა.

ქართველმა მეტოქეს 3 შიდო მიაღებინა და შეხვედრა მოიგო. თუშიშვილი ნახევარფინალში რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტის წარმომადგენელს ტამერლან ბაშაევს დაუპირისპირდება.

ბაშაევმა მოთხედფინალში სენსაციურად 2-გზის ოლიმპიური და მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

გურამ თუშიშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დღევანდელი ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 12:00 საათზე აიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში