ბათუმის ''დინამომ'' ''ბატეს'' 4-1 მოუგო და ევროტურნირების მესამე ეტაპზე გავიდა

29 ივლისი 2021, 22:55 3018 ნახვა

ბათუმის ''დინამო'' უეფას კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. ბათუმურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4-1 ბორისოვის ''ბატე'' ასპარეზობიდან გამოთიშა.

განმეორებითი შეხვედრა ბელარუსში გაიმართა და გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ''ბატე'' 4-1 დაამარცხეს. პირველი შეხვედრა კი ბორისოველებს ბათუმში 1-0 ჰქონდათ მოგებული.

განმეორებითი შეხვედრის პირველ ნახევარში მიუხედავად ''დინამოს'' აქტიურობისა ანგარიში ''ბატემ'' პირველი ტაიმის მეორე კომპენსირებულ დროზე გაიტანა და ანგარიში გახსნა.

გოლი ევგენი იაბლონსკიმ გაიტანა. მეორე ნახევრის დასაწყისშივე ბათუმელებმა შეხვედრა უფრო გაამწვავეს და 47-ე წუთზე მამუჩაშვილის ჩაწოდებული ბურთი ბელარუსელთა ფეხბურთელს საჯარიმოში ხელზე მოხვდა და ''ბარტეს'' კარში პენალტი დაინიშნა.


თერთმეტმეტრიანის ზუსტად რეალიზება თავად მამუცაშვილმა შეძლო და წონასწორობა აღადგინა. 58-ე წუთზე კი შავიზღვისპირელებმა შეხვედრაში წინ გასვლა მოახერხეს, გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა.


74-ე წუთზე კი ბათუმელთა ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა შეხვედრაში ''დინამოს'' მაისურით მესამე გოლი გაიტანა და ანგარიში 3-1 მდე გაზარდა.


94-ე წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.


ორი მატჩის ჯამში 4-2-ის მოგების შემდეგ კი ბათუმის ''დინამომ'' უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

გია გეგუჩაძის ''დინამოს'' უეფას ახალი ტურნირის მესამე რაუნდში თურქული ''სივასპორი'' დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში