შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას გეგმავს, ნაწილი კი პარლამენტის დატოვებას. პირველი კი ვინც პარლამენტის პროტესტის ნიშნად დატოვება გადაწყვიტა ზურაბ ჯაფარიძეა.
ოპოზიციური პარტიები ახლა შიდა კონსულტაციებს მართავენ. ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დასავლელი პარტნიორების რეაგირებას ადეკვატურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პარტნიორები რეალურად ხედავენ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთეს ნაციონალურ მოძრაობაში.