„ბატე“ VS ბათუმის “დინამო”

29 ივლისი 2021, 10:05 1374 ნახვა

დღეს საქართველოს ჩემპიონი თბილისის დინამო და ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი უეფას კონფერენსლიგის საპასუხო მატჩებს სტუმრად გამართავენ.

0:1 მარცხის შემდეგ ბათუმელები მომდევნო ეტაპზე გასვლას ბელორუსში შეეცდებიან, სადაც ადგილობრივ ბატეს დაუპირისპირდებიან. დინამო თბილისი კი საკუთარ სტადიონზე 1:2 მარცხის შემდეგ სტუმრად ჰაიფას მაქაბის დაუპირისპირდება.

ბორისოვოს ''ბატესა'' და ''დინამო'' ბათუმის შეხვედრას დღეს, 21:00 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში