„ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ.“ – 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მსოფლიო საერთო მიზნით ერთიანდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იმუშაონ ერთად, 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის, ელიმინაციისათვის. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლიდან ამოქმედდა ამბიციური მიზნით - 90%-ით შემცირდეს ახალი შემთხვევების გავრცელება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, C ჰეპატიტის ტესტირების მასობრივი კამპანიების წყალობით, გამოკვლეულია 2,5 მილიონზე მეტი მოქალაქე.