ოცნება ევრო-შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა

28 ივლისი 2021, 19:46 963 ნახვა

“ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს მიღმა. 19 აპრილის ისტორიული შეთანხმება,რომელსაც ხელს 7 პარტია და 20 ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ანულირებულია, რასაც მმართველი პოლიტიკური პარტია ოპოზიციის ნაკარნახევით ხსნის. ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ, შეთანხმებამ თავი ამოწურა. ქვეყანას კი წინ საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ელოდება. რაც შეეხება შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს, რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები - "ქართული ოცნება" პირობას აყენებს. არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებით კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც. მმართველი პარტია ამბობს,რომ შეთანხმება ცალმხრივი ვერ იქნებოდა, რადგან ოპოზიციის ნაწილმა მას ხელი არ მოაწერა,რაც შეთანხმებას არ გულისხმობდა და ასე არჩევნების ჩატარება ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. დოკუმენტიც გაწერილი დიდი პუნქტები კი შესრულებული აქვთ. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი იზიარებს, რომ  19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობასაც" ეკისრება. თავად „ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ მმართველ პარტიას, 43%-ის აღების შესაძლებლობა არ აქვს. ზურაბ გირჩა ჯაფარიძემ მისივე თქმით პარლანმენტი დატოვა, „ლელოში“ კი ფიქრობენ,რომ „ქართული ოცნების „ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს წინაპირობა, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი