ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია

28 ივლისი 2021, 14:05 3756 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.

90 კგ. წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ლაშა რუსეთი ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს მიხეილ იგოლნიკოვი ძირითად დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე გერმანელი ედუარდ ტრიპელი იქნება ლაშამ მეოთხედფინალში უზბეკ დავლატ ბობონოვს მოუგო.

ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე და მესამე წრეში კი პოლონელ პიოტრ კუჩერას და ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ლი კოჩმანს მოუგო.

ლაშა ბექაური ფინალური შეხვედრა დაახლოებით ნახევარ სააათში დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში