ქართულ-პოლონური ბიზნეს-ფორუმი

26 ივლისი 2021, 14:59 1122 ნახვა

საქართველო-პოლონეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებმა საინვესტიციო პოტენციალზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. 

ეკონომიკის სამინისტრომ პოლონელი ბიზნესმენებისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართა. ისაუბრეს საპრივატიზაციო ობიექტებზე,ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე. 

ბიზნეს ფორუმს საქართველოსა და პოლონეთში ლოჯისტიკის, ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიების, მშენებლობის სფეროში მოღვაწე დაახლოებით 30 კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

ფორუმის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში