პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.
გარდა ამისა, კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.საკანონმდებლო პაკეტს 26 ივლისს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს, ხოლო შემდეგ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
არ არის გამორიცხული აღნიშნული საკითხი ხვალინდელი რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შევიდეს.მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან დაახლოებით 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი გათავისუფლდება. საუბარია იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.