უხვი ნალექის გამო ახალშენში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მიწის მასა ხასან დუმბაძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოიშალა, ოჯახი მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ფერდსამაგრ სამუშაოების განხორციელებას ითხოვს.სტიქიამ დააზიანა საავტომობილო გზაც, მოსახლეობა ირწმუნება, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარვეზებით განხორციელდა და გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.
ხელვაჩაურის მერიაში განმარტავენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გეოლოგები ხვალიდან შეისწავლიან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მერიაში 15-მდე ოჯახის განცხადება შევიდა დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლის მოთხოვნით.