მაღალმთიან აჭარაში პედაგოგები კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციას შეუერთდნენ სხვადასხვა უწყებების და ჯგუფების მიერ გამართულ შეხვედრაზე მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ.
კერძოდ განიხილეს, კოვიდ-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები, იმუნიზაციის მნიშვნელობა და კორონავირუსის გართულებები ბავშვებში, ასევე გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაციის საკითხი. ამ შეხვედრის შემდეგ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა