გიორგი გახარიამ, პარტია საქართველოსთვის ქობულეთის ოფისი გახსნა, მისი თქმით გუნდი ახალგაზრდა, მაგრამ კომპეტენტური კადრებით დააკომპლექტა და თვითმმართველობის არჩევნებზე დიდ იმედებს ამყარებს.
მან განმარტა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მოქალაქეებთან, უშუალო შეხვედრას ვერ ახერხებდა, ამჯერად კი პირობა დადო რომ არჩევნებამდე პერიოდს ხალხთან შეხვედრებს დაუთმობს.