მეზღვაურების ვაქცინაცია ბათუმში

24 ივლისი 2021, 18:25 1576 ნახვა

დღეს საზღვაო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი აიცრა, პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება. მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ როგორც მეზღვაურები, ისე პორტის თანამშრომლები და უმაღლესი საზღვაო სასწავლებლების პერსონალი. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უკვე არის მოთხოვნებიო სხვადასხვა გემთმფლობელებისგან, რომ ვაქცინირებულები იყვნენ გემზე დასაქმებულები.

ნათია თურნავამ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს მასშტაბურ ჩაკეტვას, აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა და პანდემიასთან ასე ბრძოლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში