სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

24 ივლისი 2021, 14:30 1634 ნახვა

სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ნახევარფინალში ის ორგზის ოლიმპიურ უნგრელ ჩემპიონს არონ სილადის დაუპირისპირდა და 13:15 დამარცხდა.

ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. 13:13 -ზე სანდრომ მეტოქეს პირველი უჩხვლიტა ხმალი, თუმცა მსაჯებმა ქულა უნგრელს ჩაუთვალეს. ქართველის პროტესტის მიუხედავად მსაჯმა პირველი გადაწყვეტილება არ შეცვალა.

მანამდე სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალში უპირობო ფავორიტი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეიტინგის პირველი ნომერი სანგუკ ოჰი 15:13 დაამარცხა. სანდრომ ტოკიოს ოლიმპიადის პირველ და მეორე ეტაპზე ორი ეგვიპტელ მეტოქე მოუგო.

ჯერ მოჰაბ სამერს 15:10 აჯობა, ხოლო მერვედფინალში ზიად ელსისის ძლევა შეძლო (15:12). 27 წლის ბაზაძისთვის ეს მეორე ოლიმპიური თამაშებია.

ქართველმა 2016 წელს მერვედფინალამდე შეძლო გასვლა. სანდრო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იტალიელ სამელესა და სამხრეთ კორეელ კიმს შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოსთვის შეხვედრას სანდრო 15:20 საათზე დაიწყებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში