კონკურსი აჭარის მთავრობის აპარატში სამი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 23-მა მსურველმა დააკმაყოფილა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 12 აპლიკანტი გამოცხადდა. ტესტირება 2 საათიანია და მონაწილეებს კანონმდებლობის ცოდნა მოეთხოვებათ. შედეგები სამშაბათს გამოქვეყნდება. კონკურსის მესამე და მეოთხე ეტაპი კი უცხო ენაში წერით გამოცდას და გასაუბრებას მოიცავს. კონკურსი მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ერთ და მასმედიასთან ურთიერთობის ორ ვაკანტურ ადგილზე არის გამოცხადებული.